საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ს(ს)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  გარე მობილობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისიისა და ვადების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 იანვრის  N17/01–01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა  ნ ე ბ :

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გარე მობილობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) სოფიო ძნელაძე – სტუდენტთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი
2.  გარე მობილობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები დადგენილი წესის შესაბამისად მიიღება 2018 წლის 6 თებერვლიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით,10:00-დან 17:00 საათამდე (შესვენება 13:00-14:00), ყოველდღე,   შაბათ-კვირის  გარდა, თსუ, პირველი კორპუსი, 207-ე ოთახი.
3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის  დეკანი               /  ნანი გაფრინდაშვილი /